ამბროლაურის 4 სოფელში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

673

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ურავი, ლიხეთი, კაჩაეთი და ქვიშარი, წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 365 065 ლარს შეადგენს.

“რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება”,- აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლების წყალსადენი სისტემების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 2018 წელს 1 025 000 ლარი დაიხარჯება.