საჩხერის სოფელ ჩიხაში სასმელი წყლის რეზერვუარს აწყობენ

856

საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

მერიის ცნობით, ამ დროისთთვის სოფელ ჩიხაში რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს, მომდევნო ეტაპი კი სათავე ნაგებობის, დამატებით ორი რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობა იქნება.

აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, პროექტისთვის 7 951 415 ლარი კი ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყო.

ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან – სს kobra instalatione servise – ს საქართველოს ფილიალთან 2017 წლის 14 დეკემბერს დაიდო. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ინ-სი“ 540 დღეში დაასრულებს.