გურჯაანის სოფლებში ახალი ნაგვის ურნები განათავსეს

679

წინა სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ნაგვის ურნები განათავსეს.მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მყარი ნარჩენების კონტეინერები მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში გადანაწილდა, საიდანაც ნაგვის გატანა სპეცმანქანით ხორციელდება.

მათი თქმით, სულ მუნიციპალიტეტს 240 ცალი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნა გადაეცა, საიდანაც 200, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა.

“კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა “სენმა” დამატებით 40 ახალი კონტეინერი გადმოგვცა”, – აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კახეთის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 1 800 სანაგვე ურნა გადასცა. ურნები ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა.