სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა იწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახელმწიფო პროგრამა გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას და ბრენდირებას.

უწყების ინფორმაციით, როგრამის ფარგლებში, მომსახურების შესყიდვა განხორციელდება, რომელიც კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას მოიცავს. პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნია რძის გადამამუშავებელი საწარმო. სამინისტროს ინფორმაციით, მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%- ს .

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.

სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მათი წარმოებული პროდუქციის ბრენდირება, ხელს შეუწყობს კოოპერატივების პოტენციალის გაძლიერებას, მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას.

მსგავსი სიახლეები
კასპის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება. როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აცხადებენ, მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი
სამცხე–ჯავახეთში ასოციაცია "მესხური პროდუქტი" იქმნება, რომელშიც გაწევრიანებულ კოოპერატივებს და ფერმერებს მოყვანილ პროდუქციას უფასოდ შეუფუთავენ. ინფორმაციას
ახმეტის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების ყველის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება.  კოოპერატივ "ალაზნისთავის“ დამფუძნებლის, პაატა აბულიძის თქმით,
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ცნობით, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო. უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამა
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები
სახელმწიფო იწყებს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობ პროგრამას, რომელზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კოოპერატივების განვითარების
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 26
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან იოსებ ქარუმაშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გურჯაანელ ფერემერებს მევენახეობისა და მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის
თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყურძნის გადამამუშავებელი 3 საწარმო
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროგრამას მცხეთის, კასპის, ხაშურის,
საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის
%d bloggers like this: