ბორჯომის მერიის დაფინანსებით, მოსწავლეები გერმანიაში გაემგზავრნენ

615

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით, ბორჯომელი მოსწავლეები გერმანიის ქალაქ ვეიჰეს საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ.

ბორჯომის მერიის ცნობით,ბანაკში 15 მოსწავლე და 3 მასწავლებელი 16 ივლისამდე დარჩება. მოსწავლეები გერმანელ, ლატვიელ და ფრანგ თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, პრეზენტაციაში, ჯგუფურ აქტივობაში, ასევე, დაათავლიერებენ ღირშესანიშნაობებს, შეხვდებიან საინტერესო ადამიანებს.

მოსწავლეები ყველა საჯარო სკოლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეირჩნენ. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მუნიციპალიტეტი მომავალშიც გეგმავს.