გურჯაანის საკრებულომ 2 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

803

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც წარმომადგენლობით ორგანოში აცხადებენ, საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსისა და საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციებზე დახრული კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს.

“კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და 2 წლიანი სამუშაო გამოდილება.

უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 700 ლარია, ხოლო განყოფილების უფროსის ანაზღაურება კი 1200 ლარით განისაზღვრება.

დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ ერთი წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში”, – განაცხადეს საკრებულოში.

კონკურსში მონაწილების მსურველებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე 19 ივლისამდე შეეძლებათ.