გორის მერია კომუნისტების პერიოდში აშენებულ შენობა-ნაგებობებს საშენ მასალად ყიდის

703

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კომუნისტების პერიოდში აშენებული შენობა-ნაგებობები საშენ მასალად იყიდება. ამის თაობაზე გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მერიის ეკონომიკური სამსახურის ცნობით, შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ის კომპანია ახორციელებს, რომელიც აუქციონში იმარჯვებს.

დემონტაჟს სოფელ უფლისციხეში მდებარე ყოფილი კულტურის სახლის შენობა დაექვამდებარა. მეორად საშენ მასალას კომპანია საკუთრებაში იტოვებს, შემდეგ კი, ყიდის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გორის მერიამ 73 ასეთი შენობა-ნაგებობის აღწერა დაიწყო.