მამუკა ბახტაძე: სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტებში ცვლილებები შევა

836

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტებში ცვლილებები შევა. ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი.

“ჩვენ დავამუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მოკლე ვადაში საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ. მიმართულებები, რომლებზეც აქცენტს გავაკეთებთ, არის შემდეგი: საწვავის ხარისხის გაზრდა, აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე. ამასთან ერთად, მასშტაბური ცვლილებები შევა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად სრულად მოხდება ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიასთან ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე და ივლისის ბოლომდე გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.