საჩხერეში დურმიშიძის ქუჩაზე სკვერი ეწყობა

697

ქალაქ საჩხერეში სერგი დურმიშიძის ქუჩაზე (ყოფილი კომისარიატის ტერიტორიაზე) სკვერი ეწყობა.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 129 171 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად მოინახულა.