ბათუმში ასათიანის ქუჩაზე 1 144 072. 78 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

990

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩის #27-ში, სანიაღვრე და საკანალიზაციო მილები, გარეგანათების ბოძები, ქვაფენილები, ბაზალტის ბორდიურები, დეკორატიული ფილებისა და კორდის დაგება და სანაგვე ურნებისა და სკამების დადგმა მიმდინარეობს.

ამასთან, მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძველს ამზადებენ. პროექტის ღირებულება 1 144 072. 78 ლარს შეადგენს.

“პარალელურად მიმდინარეობს ლადო ასათიანის ქ. N27-ის მიმდებარე ტერიტორიისა და ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები”, – აცხადებენ მერიაში.