ახალციხის ბაღების გაერთიანებას ახალი უფროსი ჰყავს

720

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად ახალციხის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი მარინა მერაბიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მერაბიშვილმა ამ პოზიციაზე ნატო ჩოხელი ჩაანაცვლა. როგორც მერიაში ამბობენ ჩოხელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამას ჩოხელიც ადასტურებს: „ოჯახური პირობების გამო დავწერე განცხადება“.

მისივე თქმით, ის სამუშაოდ იმავე უწყებაში რჩება, თუმცა ამ დროისთვის გარკვეული არ არის თუ რა პოზიციას დაიკავებს.

რაც შეეხება ახლადდანიშნულ უფროსს მარინა მერაბიშვილს იგი კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამავე სამსახურში კი სხვადასხვა პოზიციაზე 2014 წლის თებერვლიდან მუშაობდა.