თბილისის 19 ბაგა-ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა

670

წინა სტატია

თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ბლოკში არსებული გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა. ელექტროტექნიკის შესყიდვა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

“ქურების ჩანაცვლების რეკომენდაცია „ყაზტრანსგაზის“ იმ ექსპერტებმა გასცეს, რომლებმაც სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს სამზარეულოს ბლოკები ყველა იმ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ჯერ კიდევ გაზქურებით სარგებლობდნენ”, – აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მათი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, სააღმზრდელო დაწესებულებებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.