რატომ ვერ აწესრიგებენ ბათუმის მერიის სამსახურები მიტოვებულ ობიექტებს (ვიდეო)

638

მუნიციპალურ ავტობუსებს არა, მაგრამ ბათუმის მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემას ქალაქში მოუწესრიგებელი ქუჩები უქმნის, მათ შორისაა ტერიტორიები, რომლებიც  ზღვისპირა ქალაქის ცენტრალური ნაწილშია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

იმის გარდა, რომ ბათუმში არც თუ ისე ცოტა ქუჩაზეა ბალახები გასაცელი, ნახავთ ეზოებს, სადაც დღემდე სამშენებლო მასალები ყრია.

მერიის გამწვანების სამსახური ბალახისგან მხოლოდ ქალაქის ბალანსზე არსებულ ტერიტორიებს წმენდს, ამასთან განსხვავებულია მათი გაწმენდის სიხშირეც. ტურისტულ ადგილები თვეში 4-ჯერ ან 5-ჯერ, ეზოები კი 2-ჯერ სუფთავდება. ხოლო, კერძო საკუთრებაში გამწვანების სამსახური ბალახის გასაწმენდად არ შედის, ასევე, არ იწმინდება ის ნაკვეთები, სადაც სამშენებლო მასალები ყრია, მათ შორის ბაგრატიონის ქუჩის ის მონაკვეთიც, რომელიც მერიის ბალანსზეა.