მას შემდეგ, რაც გამხმარი ნარგავების ფოტოები გავრცელდა, გორის კეთილმოწყობის სააგენტომ მათი მორწყვა დაიწყო

1304

წინა სტატია

მას შემდეგ, რაც გამხმარი ნერგების ფოტოები გავრცელდა, გორის კეთილმოწყობის სააგენტომ მათი მორწყვა დაიწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ამ წუთებში გორში, წმინდაწყლის დასახლებაში კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ და ნარგავებს რწყავენ. ფაქტის ამსახველ ფოტოს კი სამოქალაქო აქტივისტი ბადრი ციქუბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინაც უწყლოდ დარჩენილი ნარგავების შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელში ბადრი ციქუბაძემ გაავრცელა. რის შემდეგაც აღნიშნულ თემაზე “რადიო მოზაიკამ” სიუჟეტი მოამზადა, სადაც კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე მაკრახიძე განმარტავდა, რომ ქალაქში ნარგავები მეტი სიხშირით მეორე ავზიანი მანქანის შეკეთების შემდეგ მოირწყვებოდა.