ბოლო 6 თვეში ახმეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურება 777 ბენეფიციარს დაუფინანსდა

1074

ბოლო 6 თვეში ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურება 777 ბენეფიციარს დაუფინანსდა.

ახმეტის მერიის ინფორმაციით, ამ მიმართულებით გახარჯული თანხა 212 238 ლარს შეადგენს.

“ახმეტის მუნიციპალიტეტის „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ მიერ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლისა და განიხილვის შედეგად 777 ბენეფიციარს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა.

აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 212 238 ლარი შეადგინა”, – აცხადებენ მერიაში.