სოფელ ქვემო სამგორში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

728

წინა სტატია

სოფელ ქვემო სამგორში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ  განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქვემო სამგორში, მარჯვენა მაგისტრალური არხის 24 -კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება გაკეთდა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას რემონტი ჩაუტარდა. შედეგად საგარეჯოში 9500 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა”, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში განხორციელდა.