გრიგოლ კაცია: ანასეულის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

814

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში, წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.  

მერიის ცნობით, დაბა ანასეულში წყალმომარაგების პრობლემა წლებია დგას. ადგილობრივების თქმით წყალი, რომელიც მათ გრაფიკით მიეწოდებათ სასმელად გამოუყენებელია.

შეხვედრაზე გრიგოლ კაციამ სამოქმედო გეგმა წარადგინა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ანასეულის მოსახლეობას სასმელი წყალი შეუზღუდავად მიეწოდება.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მერის მოადგილეები, ალექსანდრე სურგულაძე, ოსიკო თოთიბაძე და შპს ,,სატისი“-ს ხელმძღვანელი დავით ცერცვაძე ესწრებოდნენ.