თბილისში კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იწყება

748

თბილისში კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იწყება. სარემონტო სამუშაოების გამო, 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა შეიზღუდება.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.