გორში ახალი ნარგავები ხმება

990

გორის მკვიდრის, ბადრი ციქუბაძის განცხადებით, მოუვლელობის გამო გორში მწვანე საფარი ნადგურდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ციქუბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცხინვალის გზატკეცილზე ნერგები ხმება, რადგან შესაბამისი სამსახურები მათ მორწყვაზე არ ზრუნავენ.

“გორში, ცხინვალის გზატკეცილზე არსებული ახლად გაშენებული გამწვანების ზოლი სავალალო მდგომარეობაშია. უწყლობის გამო ხეები ერთმანეთის მიყოლებით ხმება. რომელი სამსახურია პასუხისმგებელი მოვლა-პატრონობაზე არ ვიცი, მაგრამ თუ ადამიანური რესურსის სიმცირეა, პრობლემა მზად ვარ მოხალისედ ჩავეწერო. საცოდაობაა უკვე ნახარები ხეების გახმობა“, – წერს სოციალურ ქსელში ბადრი ციქუბაძე.