ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორობისთვის 12 კანდიდატი იბრძოლებს

1161

წინა სტატია

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია სრულდება. ამ დროისთვის აღნიშნულ ვაკანსიაზე 12 განაცხადია დარეგისტრირებული, ვადა დღეს იწურება. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

საბუთების გადარჩევის შემდგეგ, აპლიკანტებს წერილობითი დავალების შესრულება მოუწევთ, შემდეგ კი გასაუბრება ჩატარდება. შერჩეულ კანდიდატს ამ სფეროში  ორწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

შერჩეული კანდიდატი  აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში, ღია კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქუთაისში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი ივლისში გამოაცხადა.

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის უფროსმა ბადრი ვაშაკიძემ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, მარტში დატოვა თანამდებობა.