ცნობილია, როგორია ზუგდიდის ახალი გერბი და დროშა (ფოტო)

1269

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ივლისს ერთხმად უყარა კენჭი ახალი გერბისა და დროშის პროექტს. ინფრმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს დეპუტატის, კონსტანტინე კაკავას განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად – ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5-ს. ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.

გერბის ფარს ზემოთ განთავსდა საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ზუგდიდი”.

რაც შეეხება დროშას, ის არის მართკუთხედის ფორმის ქსოვილი, რომლის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი. ოქროს ჯვარზე ვხედავთ ჰერალდიკურ ფარს ოქროს მცირე არშიით – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.