ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 800 ათასი ლარით შემცირდა

628

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 800 ათასი ლარით შემცირდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ განმარტა მიზეზები, თუ რის გამო მოხდა ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება.

“სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან დაგეგმილი იყო შემოსავლის მიღება 1 მილიონი ლარის ოდენობით, მაგრამ დაიხურა რამდენიმე სათამაშო ბიზნესი, დარჩა მხოლოდ ერთი, რის გამოც აღნისნული თანხა ბიუჯეტში ვერ შემოვა, ამ ნაწილში ჩვენ 400 ათასი ლარით შეგვიმცირდა შემოსავალი, ასევე, დაგეგმილი გვქონდა 200 ათასი ლარის ოდენობის, თავისუფალი ფულადი სახსრების კომერციულ ბანკში განთავსება, რომელიც წელს არ გვაქვს. აქ შემოსავალი შემცირდება 150 ათასი ლარით, მესამე, ეს არის ჯარიმების შემცირება, დაგეგმილი იყო 1 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის, რომელმაც ბოლო დინამიკით იკლო, შესაბამისად, 250 ათასი ლარით შემცირდება მისაღები შემოსავალი. რაც ჯამში არის 800 ათასი ლარია“, – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

მისივე თქმით, შემოსავლების შემცირება მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების თანადაფინანსებაზე არ აისახება.