ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი მეორედ ჩამოინგრა

620

ქუთაისის ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შემთხვევა 6 ივლისს, 18:10 საათზე მოხდა, რა დროსაც სკოლაში ის და რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.

“კონსტრუქცია არის დარღვეული. რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ამ წუთში არ ვიცი. დავრეკეთ გუშინვე სამუშაოების შემსრულებელ ფირმასთან. დღეისთვის დაგვპირდნენ, რომ მოვიდოდნენ, ნახავდნენ და აღადგენდნენ დაზიანებულ ნაწილს. ველოდებით, წესით უნდა მოვიდნენ”, – ამბობს მურად ჯიშკარიანი.

ქუთაისიპოსტი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელს თამაზ თამაზაშვილსაც დაუკავშირდა. თავდაპირველად, მან “ქუთაისიპოსტს” განუცხადა, რომ საჭესთან იყო და ვერ დაელაპარაკებოდა. მას შემდეგ კი ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამ დროისთვის თამაზაშვილი სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ამ სკოლაში ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა. გასული წლის აპრილში ჭერი საკლასო ოთახშიც, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას  ჩამოვარდა.

მოერე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულში ჩაუტარდა.