ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა

691

წინა სტატია

ქუთაისის #17 საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

საბავშვო ბაღის ფილიალის ხელმძღვანელი ნინო ბერაძე ამბობს, რომ  შენობაში აზომვითი სამუშაოები უკვე  ჩატარდა, რომლის შემდეგაც ბაღების გაერთიანებამ სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უნდა გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ #17-ე საბავშო ბაღში, ორ თვის წინ, ქვეწარმავლების ნახვის შემდეგ, ოთახებსა და შესასვლელში კედლები რეკონსტრუქციის მიზნით გაასუფთავეს. სამუშაოები სწორედ  იმ დროს  უნდა დაწყებულიყო. მაშინ გაერთიანებაში განმარტავდნენ, რომ შენობას კოსმეტიკურ სამუშაოებს ჩაუტარებდნენ.

“მარტო კოსმეტიკური რემონტით არ ვკმაყოფილდებით, მეორე სართულსაც ვაკეთებთ. ეს თანხობრივად იმაზე  მეტი გამოვიდა, ვიდრე ვფიქრობდით და ამიტომაც აუცილებელია  სახელმწიფო შესყიდვა. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ ტენდერი მალე გამოცხადდეს”, – ამბობს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, დავით წიტაიშვილი.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ #17 საბავშვო ბაღის გარდა, სხვა ფილიალებში იგეგმება შენობის სახურავის გამოცვლა, რომელზეც სახელმწიფო შესყიდვა ერთიანად გამოცხადდება.

დავით წიტაიშვილი ირწმუნება, რომ ჯერ არდაწყებული სამუშოები, სასწავლო პროცესის განახლებამადე დასრულდება.