ბაგა-ბაღის აღმზრდელები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან

190

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ადრეული და სკოლამდელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული დამტკიცდა. აღნიშნული ბრძანება აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი.

ტრენინგ-მოდული შეფასდება 100-ქულიანი სისტემით. წარმატებით გასავლელად მონაწილემ მინიმუმ 60 ქულა უნდა დააგროვოს, გარდა ამისა უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს. ამის შემდეგ აღმზრდელს  სერტიფიკატი გადაეცემა.

ტრენინგ-მოდულის გავლა, საქართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს.