კასპის სოფერლ წინარეხში ორ ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

906

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე ორ კლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გაფართოებულმა საბჭომ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სტატუსი მიანიჭეს 1588 წელს აშენებულ ღვთისმშობლის ეკლესიას, რომელიც ,,თბილელ მთავარ ეპისკოპოზს” ბარნაბა ფავნელიშვილს აუგია. ასევე, წმ. თევდორეს ეკლესიას.

წინარეხში რამდენიმე სხვა ეკლესიაცაა, მაგალითად: ბოტისის ეკლესია, ელიას ეკლესია, ზეგარდის ნიში, თავკავთის კომპლექსი, მაღალაანთ ეკლესია, ჩადრისთავის საყდარი, წყრუთის საყდარი და ჯვარპატიოსნის ეკლესია.

საბჭომ ასევე დაამტკიცა 2018 წლის არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო ძეგლების საპროგრამო ნუსხა.

2018 წლის პროგრამული ნუსხა მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებით განსახორციელებელი 24 არქეოლოგიური ძეგლის სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ეროვნული კატეგორიის 27 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაგეგმილისარეაბილიტაციო – საკონსერვაციო სამუშაოების ჩამონათვალს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს სააგენტოს მთვარი დონორი ორგანიზაციის -„საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ (ფონდი „ქართუ“) მიერ სარეაბილიტაციო ძეგლებს, რომელთა შორის ეროვნული კატეგორიის ძეგლებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოებიცაა წარმოდგენილი.

მიმდინარე წლის საპროგრამო დოკუმენტი მოიცავს 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში კომპანია „RMG“-ს მიერ ჩასატარებელი 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოებსაც, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.