ხელვაჩაურში ტურისტული ობიექტების აღრიცხვა მიმდინარეობს

786

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, მერიის წარმომადგენლებმა კაფე-ბარებისა და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდეს.

“ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ერთი კვირის წინ დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.