ქუთაისში, ე.წ. ხარაზოვის ბაღში, მუსიკალური შადრევანი მოეწყობა

1045

ქუთაისში, საფიჩხიის უბანში ე.წ. ხარაზოვის ბაღში მუსიკალური შადრევანი მოეწყობა. ინფორმაციას უთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ელექტრონულ-მუსიკალური შადრევნის მოწყობისთვის 250 ათას ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

“შადრევნის რეაბილიტაციის პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი 10 ივლის დასრულდება, რის შემდეგაც ზუსტად განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ვადები,” – ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.

2012 წლიდან 2017 წლამდე, ხარაზოვის ბაღს რეაბილიტაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, რისთვისაც ხუთ წელიწადში 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ჯერ კიდევ მიდმინარე წლის მარტში ხარაზოვის ბაღში მშრალი შადრევნის ამოქმედება იგეგმებოდა. თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, სკვერში, სადაც ადამიანები ისვენებენ აუცილებელია იყოს წყალი. სწორედ ამ  მიზეზით მერიაში ხარაზოვის ბაღში მშრალი შადრევნის მოწყობა გადაიფიქრეს.

ამ დროისთვის ხარაზოვის ბაღში შადრევანი ამორტიზებული და გაუქმებულია.