ცნობილია კომპანია, რომელიც სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურს ააშენებს

822

წინა სტატია

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს “სოლარ ფაუერ ჯორჯიამ” გაიმარჯვა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” გამარჯვებულს, საკუთარი შვილობილი შპს-ის “საქართველოს მზის კომპანიის” 90%–იან წილს გადასცემს.

როგორც შპს “საქართველოს მზის კომპანიის” დირექტორმა მიხეილ დოლბაძემ განაცხადა, “სოლარ ფაუერ ჯორჯია” ქართული კომპანიაა და ერთადერთია, რომელმაც ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო.

“ეს კომპანია ტენდერის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და ამიტომ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, ის თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიას დაიქირავებს. კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში მთავრობასთან სამშენებლო მემორანდუმი გააფორმოს და შესაბამისად, სამშენებლო ნებართვა აიღოს”, – განმარტა მიხეილ დოლბაძემ.

რაც შეეხება პროექტის მახასიათებლებს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ იქნება, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი – 6 900 000 კვტ/სთ.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია.