მენაშენთა ასოციაციას გენგეგმის ხარისხზე მერიასთან კითხვები აქვს

1037

განახლებულ გენგეგმასთან დაკავშირებით მენაშენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილის მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.

როსტომაშვილს გენგეგმასთან დაკავშირებით გარკვეული კითხები და რეკომენდაციები აქვს, რომლის გათვალისწინებაც, მისი თქმით, სამშენებლო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.

თბილისის გენერალურ გეგმის დოკუმენტზე მუშაობა დაჯდა 2 მლნ. ლარი, რაც არის საოცრად მცირე თანხაა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დოკუმენტის ხარისხს;

აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს გენგეგმაზე, რადგან ეს უკანასკნელი არის ცოცხალი ორგანიზმი. მაგალითად, 5 წლის შემდეგ თბილისში ბენზინგასამართი სადგურები საერთოდ აღარ იქნება საჭირო, რადგან ყველა ქვეყანა გადადის ავტომობილების ელექტროდატენვაზე. ასეთ შემთხვევაში, საჭირო იქნება გააზრება, როგორ გადაწყდება ეს საკითხი გენგეგმის მიხედვით;

მნიშვნლოვანია სისტემატურად ხორციელდებოდეს ადგილობრივი ურბანისტების გადამზადება, რადგან მუდმივად ამერიკიდან არ უნდა ჩამოგვყავდეს დარგის სპეციალისტები. ჩვენც უნდა გვაყვდეს პროფესიონალი კადრები;

თბილისის გენგეგმა უნდა განიხილებოდეს არა ლოკალურად, არამედ მთელის საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების გეგმა, როგორ მოხდება დედაქალაქიდან გადინება იმ ადამიანების, რომლებიც აქ სამუშაოდ არიან ჩამოსულები რეგიონიდა. მათთვის რეგიონებში უნდა შეიქმნას სასურველი გარემო, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს დედაქალაქის განვითარებასაც.

ეს არიც მხოლოდ მცირე ნაწილი იმ რჩევებისა, რომელიც მენაშენთა ასოციაციას აქვს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ დავხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მერიასთან ერთად გადავწყვიტოთ, როგორ შეიძლება გენგეგმა ბევრად ქმედითი და მოქნილი იყოს“, — განამრტავს როსტომაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, გუშინ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.