გენგეგმის მიხედვით, თბილისში, შესაძლოა, ტრამვაიმ ისევ იმოძრაოს

1164

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, დედაქალაქის მერიას ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესამუშავებლად 2019-2022 წლები განესაზღვრა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გენგეგმის დოკუმენტის მიხედვით, სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად მერიას სხვადასხვა წლები აქვს განსაზღვრული. კერძოდ, ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავება 2019-2022 წლებში ევალება, რაშიც გაერთიანებულია მეტროს, მასობრივი ტრანზიტის დერეფნების, საავტობუსო ქსელის, საბაგირო კავშირების, მულტიმოდალური ჰაბების დაგეგმვა (მათ შორის საქალაქთაშორისო და პოლიცენტრულ არეალებში). ამავე წლებში უნდა შეისწავლონ სამგზავრო რკინიგზის სატრანსპორტო პოტენციალი რკინიგზის დერეფნის მახასიათებლების, არსებული და საპროგნოზო მგზავრთნაკადის, მიწათსარგებლობისა და დასახლებათა სივრცითი მოწყობის, ურბანული ტრანსპორტის სისტემაში საუკეთესო ინტეგრირების საშუალების (თბილისის ცენტრალური სადგური) გათვალისწინებით. უნდა მოხდეს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების საჭიროების იდენტიფიცირება, ანალიზი, კონცეპტუალური დიზაინის მომზდება, სატრანსპორტო მოდელში სიმულაცია და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.

სთბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ მერიამ 2018-2023 წლებში ტრამვაისთვის საპილოტე დერეფანიც უნდა შეარჩიოს, კვლევა ჩაატაროს, პროექტირებისა და განხორციელების გეგმები დასახოს.

ასევე, 2019-2022 წლებში, მერიამ უნდა შეისწავლოს საქვეითე ინფრასტრუქტურა, მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება, დიზაინის და კეთილმოწყობის სტანდარტების შემუშავება, სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. გარდა ამისა, განახორციელოს საველოსიპედე ინფრაქსტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების შესწვალა, მოამზადოს კონცეპტუალი დიზაინი და სამოქმედო გეგმა განსაზღვროს. ასევე, შეიმუშაოს ინტელექტურალური სატრანსპორტო სისტემის გეგმა.

ამასთან, მერიის ვალდებულებაა, გზათა იერარქიის დადგენა და საგზაო ინფრაქსტრუქტურის დიზაინის/კეთილმოწყობის სტანდარტების შემუშავებაც.

ტრანსპორტის მოდელის შესამუშავებლად, მერიას გენგეგმის დოკუმენტის თანახმად, 2018-2019 წლები აქვს განსაზღვრული. ამ პერიოდში უნდა მოხდეს სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის (ძირითადი, მეორადი და მესამეული საავტობუსო ქსელი და მიკრო ავტობუსები) იერარქიის მიხედვით სამარშრუტო ქსელში როლი განსაზღვროს, ასევე დაადგინოს მარშრუტები, საჭირო მოცულობები და სიხშირეები.

გარდა ამისა, 2018-2019 წლებში მერიამ უნდა უზრუნველყოს ავტობუსის გამოყოფილი ზოლების დაგეგმვა, პროექტირება და (bus lane) ეტაპობრივი მოწყობა; მოცემული სატრანზიტო დერეფნებიდან ტრამვაისთვის საპილოტე დერეფანი შეარჩიოს, კვლევა ჩაატაროს, დააპროექტოს და აღნიშნული გეგმა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.