მარტვილის სოფელ კურზუში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

913

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, დაწყებითი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა შენდება.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 443 599 ლარს შეადგენს.

პროექტს სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” ახორციელებს და სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს.