ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება (ვიდეო)

1409

პოეტ ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 296 ათასი ლარი დაიხარჯება. შენობის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. პროექტი ქობულეთის მერიამ გასულ წელს შეიძინა, რომლისთვისაც ათი ათასი ლარი გადაიხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მერიაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ზურაბობის დღესასწულზე სოფელ გორგაძეეებში პოეტის სახელობის  სახლ-მუზეუმი იქნება, თუმცა ნაწილობრივ შეცვლილი პროექტით. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შენარჩუნდება შენობის ფასადი და მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

სახლი სადაც პოეტი ცხოვრობდა, წლების წინ უცხოეთის მოქალაქემ შეისყიდა, მოგვიანებით კი მისგან ბიზსნესმენმა იყიდა და  სახლ-მუზეუმის მოწყობის მიზნით სახელმწიფოს გასულ წელს აჩუქა.