ზუგდიდში დადიანების ეზოსთან მეოთხე საბავშვო ბაღი აღარ აშენდება

688

ზუგდიდში დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სიახლოვეს განთავსებულ მეოთხე საჯარო ბაღს სხვაგან გადაიტანენ. მერიის ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის რუსლან კილასონიას განცხადებით, მისი რეკონსტრუქცია ძველ ადგილზე, შენობის არამყარი საფუძვლის გამო ვერ ხერხდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ახალი საბავშვო ბაღი აშენდება მ. კოსტავას ქუჩის ბოლოში“, – განაცხადა რუსლან კილასონიამ.

თუ რა დანიშნულება ექნება მიწის ნაკვეთს სადაც ადრე მეოთხე საბავშვო ბაღი მდებაროებდა, ამ დროისთვის გაურკვეველია. როგორც რუსლან კილასონიამ აღნიშნა, ამ საკითხზე მერია მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე საჯარო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში შეჩერდა. მიზეზად არამყარი საძირკველი დასახელდა. ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის ღირებულება 620 ათას 165 ლარს შეადგენდა. თანხის 55%, რაც 341 091 ლარია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო, დანარჩენი კი რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების განისაზღვრა.