თბილისის მერიამ გზების რეაბილიტაციაზე ერთ თვეში 29 700 471 ლარის ტენდერი გამოაცხადა

748

გამოცემა “კომერსანტი”  დაინტერესდა იმ ტენდერების რაოდენობით და მოცულობით, რომელიც თბილისის მერიამ 1 ივნისიდან დღემდე გამოაცხადა. ერთ თვეში მერიამ 11 ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 29 700 471  ლარია.

ტენდერების ნაწილის თარიღს, სავარაუდო ღირებულებას და აღწერას უცვლელად გთავაზობთ:

1) 26 ივნისს თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 2 484 100 ლარის ოდენობით თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დიმიტრი უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციოდ;

2) 26 ივნისს თბილისის მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა 10 947 578 ლარის ოდენობით. კახეთის გზატკეცილის (მარჯვენა) სათადარიგო ზოლის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ;

სათადარიგო ზოლის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავებულია, შპს „ გზაჯვარედინი ოცდამეერთე“-ს მიერ;

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს დედაქალაქის მთავრობის მიერ ატვირთული დოკუმენტი, რატომღაც რუსულენოვან ფაილად არის ატვირთული – ასეთი კი სულ 32 Часть. -ია.

3) 26 ივლისსვე გამოქვეყნდა რობაქიძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 174 816 ლარია.

4) შესყიდვის გამოცხადების თარიღი 3 ივნისი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 316 266 ლარია. ამჯერად თბილისის მერია  დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი (ინდივიდუალური პროექტების) საგზაო ნიშნების დამონტაჟების სამუშაოებზე აცხადებს ტენდერს.

ქალაქ თბილისის ქუჩებსა და მაგისტრალებზე დასამონტაჟებელია 18 ცალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი, საგზაო ნიშნები, დასახლებული პუნქტის (თბილისი) დასაწყისის 5 ცალი და დასასრულის 5 ცალი მაჩვენებელი საგზაო ნიშანი.

5) შესყიდვის გამოცხადების თარიღი 29 ივნისი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 144 219 ლარია. ტენდერი ცხადდება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარის შემცირებისათვის ხელოვნური უსწორმასწორობის – ბარიერების (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი – მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვაზე.

შესასყიდი და დასამონტაჟებელია 2550 გრძივი მეტრი ხელოვნური უსწორმასწორობა.

6) თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის თბილისის მერია 48 000-ს გადაიხდის. ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა.

დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გზის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. ანალოგიური დაზიანებებია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ სავალ ნაწილზეც.

7) 22 ივნისი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`798`321 ლარია. თბილისის მერია  სოფ. დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას გეგმავს.

8) მოხდება კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციაც. ტენდერი გამოცხადდა 22 ივნისს, ღირებულება კი 1 663 877 ლარია.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანდელაკის ქუჩაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიურ ცვეთას. საფარზე შეინიშნება ბზარები, რომელიც ვრცელდება ასფალტბეტონის მთელ სიღრმეზე, სხვადასხვა დროს შეკეთებული ორმოები, და ა.შ.

9)  თბილისის მასშტაბით ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. თარიღი 14.06.2018 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი  600 656 ლარია.

10) ბარათაშვილის აღმართისა და ალაზნის ქუჩის დამაკავშირებელი დაზიანებული კიბის დემონტაჟის, ახალი კიბის მოწყობისა და დაზიანებული საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოებზე თბილისის მერია 3 499 505 ლარს გადაიხდის.

შესყიდვის გამოცხადების თარიღი   15 ივნისია. არსებული კიბის დემონტაჟის და მოწყობის სამუშაოების დაწყებამდე  ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ითვალისწინებს სამშენებლო ობიექტის შემოსაზღვრას ინვენტარული ღობით. სამშენებლო მოედანი მოიცავს კიბის მიმდებარე ქვედა ქუჩის ტროტუარის ნაწილს და ზედა ქუჩის სავალ ნაწილს.

11) ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაში დედაქალაქის მერია 25 000 ლარს გადაიხდის.

მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.

12) ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ტენდერი 4 ივნისს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 998 133 ლარია.