გორის მერმა მუნიციპალური ბიუჯეტით კაბინეტის კედელში ხმის იზოლაციის დამონტაჟება გადაწყვიტა

949

გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მისი სამუშაო კაბინეტიდან ხმა გადის. ამის გამო, თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებით, კაბინეტის კედელში ხმის იზოლაციის დამონტაჟება გადაწყვიტა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

,,რასაც ვლაპარაკობ ხოლმე კაბინეტში, ყველაფერი გარეთ ისმის,” – უთხრა გორის მერმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, განსაკუთრებით, საუბრის ხმა სამდივნოში აღწევს.

ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს კი, გაღიზიანებული ტონით მიმართა: ,,ნამუსი გაქვთ?”

კოტე თავზარაშვილის სამუშაო კაბინეტისა და სველი წერტილების რემონტის მიზნით 10 ათასი ლარი გამოიყო. სარემონტო სამუშაოებს კომპანია ,,მოურავი” აწარმოებს.