ახალციხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატა

678

ქალაქ ახალციხის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ „საქართველოს საგამომცემლო ასოციაციის ვაუჩერიზაციის“ პროექტის ფარგლებში 32 დასახელების 37 ეგზემპლარი წიგნი შეიძინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბიბლიოთეკას შეემატა ისტორიული, მხატვრული, ფსიქოლოგიური და დეტექტიური ჟანრის წიგნები.

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტის ლილი აჩელაშვილის თქმით, ბიბლიოთეკას უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი ახალი წიგნი შეემატება.

„ახალციხის მერიის დახმარებით 5 000 ლარის წიგნებს შევიძენთ, მათი ნაწილი ჩვენთან, ნაწილი კი სოფლების ბიბლიოთეკებში გადანაწიდლება“, – განაცხადა აჩელაშვილმა.