აჭარაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ავტომანქანები გადაეცათ

911

აჭარაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ავტომანქანები გადაეცათ. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხუთ ავტომანქანას ხელვაჩაურის, ორს ქობულეთის, ხოლო ერთს ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა. ამ ეტაპზე აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა 51 ცენტრს გადაეცა, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერებმა შეუძინეს.