გორის სოფელ ხურვალეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

704

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გზას რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 526 696 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანია შპს „იბოლია“ ახორციელებს.

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული გზის 1 187 მეტრიან მონაკვეთს, ნახევარ საუკუნეზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

“პროექტი გზის აღნიშნული მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს”, – აცხადებენ გორის მერიაში.

გარდა გზისა დასრულდა ხურვალეთის სასმელი წყლის ჭაბურღილის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჭაბურღილმა, რომელიც სასმელი წყლით 80-მდე ოჯახს უზრუნველყოფს, ტექნიკური პრობლემის გამო მოულოდნელად შეწყვიტა მუშაობა.

აღსანიშნავია, რომსგორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურმა“ ხურვალეთის წყლის სატუმბ სადგურზე არსებული პრობლემის მოგვარება 24 საათში უზრუნველყო.