მცხეთის სოფლებში წყალმომარაგების სისტემებს რეაბილიტაცია უტარდება

711

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისსა და მუხრანში წყალმომარაგების სისტემებს რეაბილიტაცია უტარდება.

მერიის ცნობით, სოფ. ქსოვრისში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი 2018 წლის მარტში დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 102 554 ლარს შეადგენს. პროექტი ამერიკული გრანტით „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდიდან“ ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „თერგი“ აწარმოებს.

ამასთან, სოფელ მუხრანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება კი 2019 წელს იგეგმება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 998 170 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „კომფორტი 2005“ასრულებს.

რეაბილიტირებული სასმელი წყლის სისტემით ჯამში 2 200 ბენეფიციარი ისარგებლებს.