ისნის რაიონში, ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

475

ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირის N73-ში ქანობიანი სახურავი/წყალსაწრეტი მილების კეთდება. ასევე ბერი გაბრიელ სალოსის N137-ის მიმდებარედ არსებული ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N100-ის, N104-ისა და N145-ის მიმდებარედ, წითელ ხაზებში მოქცეული წყალარინების სისტემასაც უტარდება რეაბილიტაცია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში ნავთლუღის საუბნო ტერიტორიულ ერთეულში რეაბილიტირებული ობიექტების სამუშაოს ჯამური ღირებულება 92 061 ლარს შეადგენს.

სამუშაოები თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, ისნის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.