ოზურგეთში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

1362

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხების, სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების და სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოები, რომელიც დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 4 კილომეტრიან წყალგამყვან მონაკვეთს უტარდება, სოფელ ნატანების 640 ჰექტარ მიწის ფართობს ჭარბწყლიანობისგან დაიცავს. პროექტი ასევე ითვალიწინებს მერეკრძელა-კაპროვანის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეკონსტრუქციას და სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას. რეაბილიტირდება მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის ჰიდროტექნიკური ნაგებობები და კეთილმოეწყობა ტერიტორია.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება.