ქარელში, დევნილთა დასახლებაში, მინისტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

721

ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში, მინისტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მინისტადიონის რეაბილიტაციის ფარგლებში შემოიღობა სტადიონი და მოეწყო მოედანი და ტრიბუნა.

აღნიშნული პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 757ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს “თურმანიძე 777” შეასრულა.

რეაბილიტირებული მინი სტადიონი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა დაათვალიერეს.