ახალციხის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018–2022 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

1345

ახალციხის საკრებულოში შექმნილმა გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018–2022 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საბჭომ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისთვის და მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით უნდა იმუშაოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ძირითადად მოსახლეობასთან შეხვედრები იქნება. გავაცნობთ თუ რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის და შევეცდებით მათი ცნობიერების ამაღლებას გენდერული კუთხით,“ – ამბობს ახალციხის საკრებულოს, ასევე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ამატებს, რომ „ყველა ვინც გენდერულ საბჭოშია, იქნება ეს ოპოზიციის თუ უმრავლესობის წარმომადგენელი, უკვე გავლილი აქვს ოთხეტაპიანი გადამზადება, ისინი არიან სერტიფიცირებულები და თავისუფლად შეუძლიათ ჩაატარონ ტრენინგები, ასევე, შეხვედრები მოსახლეობასთნ“.

სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი პუნქტის მიხედვით, საბჭო სხვადასხვა პროფესიული უნარების მქონე ქალთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს. მიზანი კი სამომავლოდ მათი დასაქმებისთვის ხელშეწყობაა. გელა ნოზაძე ამბობს, რომ ამ პროცესში ბიზნესსექტორიც აქტიურად ჩაერთვება.

საბჭო 2018–2022 წლებში სკოლებში, ოჯახებში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვდრებსაც გამართავს. გარდა ამისა, საბჭოებმა გენდერულ ჭრილში უნდა გაანალიზონ თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. მათ უნდა მოამზადონ გენდერული თანასწორობის დასაცავად რეკომენდაციებიც.

„გენდერულ საბჭოში“ 16 წევრია, მათ შორის 11 ქალი და 5 კაცია. საბჭოს წევრების უმრავლესობა საკრებულოს დეუტატია, თუმცა გაწევრიანებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საბჭოს წევრებია არიან: გელა ნოზაძე, იოსებ კაპანაძე, მანანა ბალიაშვილი, ზოია ბალიაშვილი, ამბარცუმ ბაბოიანი, ვლადიმერ კურტანიძე, ბესიკ გოგსაძე, თამარ გოგოლაძე, ირინა გელაშვილი, პაიცარ მანისიანი, ნატო დარბაიძე, სულიკო მაღრაძე, ნინო ლომიძე, მარინა სუდაძე, მაია გაჩეჩილაძე, თამარ კაპანაძე.