გორის სოფელ თორტიზაში, ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა (ფოტო)

909

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში ისწავლიან.

სკოლის ორსართულიანი შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ამასთან, მერიის ინფორმაციით, ეზოში გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონების მოწყობა.

შენობა დაპროექტებულია 12 სასწავლო ოთახზე. პირველი და მეორე სართული ერთმანეთის ანალოგიურია და თითოეულ სართულზე 6 საკლასო ოთახია. სკოლაში იფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი , რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით.

მშენებლობა დაიწყო 2017 წლის 21 სექტემბერს. სახელშეკრულებო თანხა 1 384 549.74 ლარია.