რუსთავი-თბილისის ყვითელ მიკროავტობუსებში კონდიციონერები ჩართული არ არის

2196

ინტერტრანსმა მოქალაქეებს აცნობა, რომ ზაფხულის დადგომისთანავე თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავ სამარშუტო ტაქსებში მძღოლებს კონდინცირების სისტემის ჩართვის ვალდებულება ექნებოდათ. ამის უზრუნველსაყოფად კომპანიამ სამარშუტო ტაქსებში გაგრილების სისტემა შეაკეთა. თუმცა, ამ დროისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშუტოების უმეტესობაში გაგრილების სისტემა ჩართული არ არის. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

კონდიცირების არარსებობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მუდმივად სიცხე და უჰაერობაა, ან დაპირისპირება მძღოლებსა და მგზავრებს შორის, რაც კონდიციონერის ჩართვას უკავშირდება.

კომპანია “ინტერტრანსში” განაცხადეს, რომ მიკროავტობუსების უმეტესობაში გაგრილების სისტემა ფუნქციონირებს, მძღოლებს კი კონდინცირების სისტემის ჩართვის ვალდებულება აქვთ. რაც შეეხება მწყობრიდან გამოსულ გაგრილების სისტემებს, მოხდება სისტემის შეკეთება და ამ ხარჯებს კომპანია საკუთარ თავზე აიღებს.