თუშეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოემსახურება

818

ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულს სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ბრიგადა მოემსახურება.  ახმეტის მერიაში ამბობენ, რომ დახმარების ბრიგადა უკვე თუშეთშია და მთელი სეზონის განმავლობაში ადგილობრივებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მასზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი: გიორგი ციხელაშვილი და მედდა: მანანა ბექაური”,- თქვეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

პროექტი ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების გაუმჯობესება თუშეთში” თუშეთის განვითარების ფონდის, ,,ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა” და ,,ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის” მხარდაჭერით განხორციელდა.