13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი – ბეთანიის გზა გაიხსნა

1529

წინა სტატია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. გზის ეს მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.

სამინისტროს ცნობით, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია. გზის რეაბილიტაციაზე ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან.

უწყების ინფორმაციით, გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინეს უსაფრთხოების ნორმები. გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. ეს მეთოდი აქამდე არ იყო საქართველოში აპრობირებული.

ასევე, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება. მშენებლობის პროცესში გამოიკვლიეს დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები 8 ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. მოხდა კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება  29 მილიონ ლარს სცდება.