ბორჯომის სოფელ ტაძრისში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება

641

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობაში გამოიცვალა ძველი კარ-ფანჯარა, განხორციელდა შიდა მოპირკეთების სამუშაოები, მოწესრიგდა სველი წერტილი, დამონტაჟდა ელ-გაყვანილობა, მოეწყო კიბეები და პანდუსი.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ამ ეტაპზე აქტიურად გარე-ფასადის მოპირკეთების, სახურავის მოწყობისა და ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.

„არასათანადო პირობების გამო, ამბულატორია მხოლოდ ერთ ოთახში იყო განთავსებული. პროექტის მიხედვით, დღეს კაპიტალური რემონტი კიდევ 3 ოთახს ჩაუტარდა, სადაც 3 სოფლის ტაძრისის, დგვარისა და საკირის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება მიმდინარე წლის ივნისიდან უკვე შეეძლება“, – აღნიშნა გამგებელმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა პროექტი 43 718 ლარით დააფინანსა.

ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, გასულ წლებში სრული რეაბილიტაცია სოფლების ჭობისხევისა და დვირის ამბულატორიებსაც ჩაუტარდა.