სოფელ ქერეში გამართული აქცია მერიასთან შეთანხმებით დასრულდა

1242

წინა სტატია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში, რომელიც სხვადასხვა მოთხოვნას მოიცავდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ყველაზე მთავარ პრობლემად შეკრებილი მოსახლეობა მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას ასახელებდა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მერის მოადგილე გელა კაპანაძე შეხვდა, რომელიც დასახელებული საკითხების გადაჭრის მიზნით, ადგილობრივებს შუამდგომლობის გაწევას დაპირდა.

,,სოფელ ქერეში დღეს შევხვდით სოფლის მოსახლეობას. მათ ჰქონდათ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა შორის მთავარი მაინც იყო მაღალმთლიანი სოფლის სტატუსის მინიჭების თემა. ამაზე ჩვენ ადმინისტრაციული ერთეულის მეშვეობით შუამავლობა უკვე დაყენებული გვქონდა მაღალმთიან საბჭოში, რომელიც ამ სტატუსს ანიჭებს სოფლებს და იღებს გადაწყვეტილებებს. ქერეს თავის დროზე მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, კონკრეტული კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო. კონკრეტულად კი 3 კომპონენტიდნ მხოლოდ ერთს აკმაყოფილებდა. ეს იყო პერიფერიულობა. სოფელი შუამდომლობას გვთხოვს, ბუნებრივია ჩვენ დავთანხმდით. თუმცა ამ თემას განვიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ მაღალმთიან საბჭოში“,-განმარტა გელა კაპანაძემ.

აქციაზე საბავო ბაღისა და სკოლასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული საკითხებიც გაჟღერდა. ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება, პრობლემების ნაწილს კი გარკვეული პროცედურების გავლის აუცილებლობის გამო გარკვეული დრო დასჭირდება.